entropy.ge-ს მართავს შპს „ენთროპია კონსალტინგი“ (Entropy Consulting LLC, ს/კ 402321126, თბილისი). კითხვებისთვის: info@entropy.ge.
განაცხადში: სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონი, ქალაქი, პირადი ნომერი ან კომპანიის კოდი, სამართლებრივი სტატუსი, შენი არხები და მოტივაცია. ენთროპიელისგან დამატებით: საბანკო ანგარიში და შენი კოდებით გაყიდვების აღრიცხვა. მყიდველების პირად მონაცემებს ჩვენ არ ვიღებთ.
განაცხადის განსახილველად; თუ ენთროპიელი გახდები — ხელშეკრულებისთვის, გამომუშავების დასათვლელად, თანხის გადასარიცხად და კანონით სავალდებულო გადასახადებისთვის. მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
თუ განაცხადი არ დამტკიცდა, შენი მონაცემები 30 დღეში ავტომატურად იშლება. ენთროპიელის მონაცემები ინახება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და მის შემდეგ იმ ვადით, რასაც საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობა ითხოვს.
მხოლოდ Entropy-ს უფლებამოსილი თანამშრომლები, და ყოველი ნახვა აღირიცხება. ბანკი — გადარიცხვისთვის; საგადასახადო ორგანო — კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მონაცემები ინახება Google Cloud-ში (ევროკავშირი); პირადი ნომერი და საბანკო ანგარიში დაშიფრულია.
მთავარ გვერდზე ქუქიები არ არის. კაბინეტში, შესვლის შემდეგ, ერთი აუცილებელი ქუქი გვეუბნება, რომ შესული ხარ. თვალთვალის და სარეკლამო ქუქიები არ გვაქვს. ენასა და თემას შენი ბრაუზერი იმახსოვრებს შენსავე მოწყობილობაზე.
შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა (თუ კანონი შენახვას არ ითხოვს) — მოგვწერე info@entropy.ge-ზე. მოქმედებს საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.
ვერსია 1.0 · 2026